LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 6.2%-იან ვარდნას პროგნოზირებენ

96
ekonomikuri-vardna-w-h

2020 წლის III კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი უარყოფითი იქნება და – 6.2% დაფიქსირდება. ამის შესახებ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მშპ-ის მოსალოდნელი კლება კვლავ განპირობებულია COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების შოკებისაგან.

„სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების ცალკეულ შემთხვევებში გაუქმების ან ზოგ შემთხვევაში შერბილების მიუხედავად, კვლავ მნიშვნელოვანია საგარეო მოთხოვნის შოკი და გლობალური პანდემიის ფონზე კვლავ მნიშვნელოვნად დარღვეულია გლობალური ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც განაპირობებს მიწოდების შოკს.

აღნიშნული პროგნოზი რამდენიმე ფაქტორს ემყარება, უფრო კონკრეტულად, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ტურიზმის მოცულობა დაახლოებით 90%-ით შემცირდება, ამავე დროს მკვეთრად შემცირდება ქვეყნიდან გასული ტურისტების რაოდენობაც.

„ტურიზმის ექსპორტის მნიშვნელოვან კლებას ნაწილობრივ დააკომპენსირებს შიდა ტურიზმის აქტივობა; უმნიშვნელოდ შემცირდება კერძო მოხმარების მოცულობა, განსაკუთრებით არასასურსათო პროდუქტებზე; შემცირდება კერძო ინვესტიციები, რომლებიც მთავრობის საინვესტიციო აქტივობების მიუხედავად მნიშვნელოვნად განაპირობებენ მთლიანი ინვესტიციების შემცირებას და ეკონომიკური აქტივობის აღნიშნულ უარყოფით ტემპს“, – წერია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დოკუმენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g