„მესამე მსოფლიო ომი არავის სარგებელს არ მოუტანს და ამისგან არც ისე შორს ხართ, ახლავე გეტყვით, არც ისე შორს ხართ. ჩვენ რომ [პრეზიდენტ ჯო ბაიდენის] ადმინისტრაცია კიდევ ერთი წელი გვყოლოდა, თქვენ იქნებოდით მესამე მსოფლიო ომში და ახლა ეს აღარ მოხდება“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
CNN-ის ინფორმაციით, მაიამიში, მომავალი საინვესტიციო ინიციატივების ინსტიტუტის სამიტზე ტრამპმა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა:
დონალდ ტრამპი: „ეს ომი ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის – დიდი, ლამაზი ოკეანე გვაქვს, როგორც გამყოფი… დიქტატორმა არჩევნების გარეშე, ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თუ არადა ქვეყანა არ დარჩება“
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„სწრაფად ვმოქმედებ მთელ მსოფლიოში ომების დასასრულებლად, კონფლიქტების მოსაგვარებლად და პლანეტაზე მშვიდობის აღსადგენად – მე მინდა მშვიდობა და არ მინდა ვიხილო, როგორ ხოცავენ ყველას. შეხედეთ სიკვდილს ახლო აღმოსავლეთში და სიკვდილს, რომელიც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც გრძელდება და ჩვენ ვაპირებთ, რომ დავასრულოთ ის. მესამე მსოფლიო ომი არავის სარგებელს არ მოუტანს და ამისგან არც ისე შორს ხართ, ახლავე გეტყვით, არც ისე შორს ხართ. ჩვენ რომ [პრეზიდენტ ჯო ბაიდენის] ადმინისტრაცია კიდევ ერთი წელი გვყოლოდა, თქვენ იქნებოდით მესამე მსოფლიო ომში და ახლა ეს აღარ მოხდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: „სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს“
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი 4%-მდე დაეცა, ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს. „თუ ვინმეს ჩემი შეცვლა ახლავე სურს, მაშინ ეს ახლა არ იმუშავებს. თუ 4%-ზე ვსაუბრობთ, მაშინ ჩვენ ეს დეზინფორმაცია ვნახეთ და გვესმის, რომ ის რუსეთიდან მოდის და ამის მტკიცებულებებიც […]