LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესამე მსოფლიო ომი მიდის, ცივილიზაციულ ომშია უკრაინა ჩართული და შენ ამ ქვეყანას აყვედრი ჩასვლას – უგულავა პაპუაშვილის ბუჩაში ჩასვლაზე

173
BeFunky-collage (4)

მესამე მსოფლიო ომი მიდის, ცივილიზაციულ ომშია უკრაინა ჩართული და შენ ამ ქვეყანას აყვედრი ჩასვლას, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა უკრაინის შეთავაზებას პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბუჩაში ჩასვლასთან დაკავშირებით.

როგორც უგულავა აღნიშნავს, უკრაინას მხოლოდ თანადგომა სჭირდება.

„როცა ხელისუფლება გარცხვენს, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ მათი გაყალბებული არჩევნებით და ციფრებითაც კი, ბოლო ორ არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ ხალხის სახელით არ და ვერ ილაპარაკებს, ხალხის სახელით შეიძლება ილაპარაკოს ძალამ, რომელიც მინიმუმ, 50%-ზე მეტს იღებს და „ქართულ ოცნებას“ ეს არ მიუღია. ხელისუფლება გვარცხვენს, მაგრამ ჩვენ გავაცნობიერთოთ საზოგადოებამ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, საზოგადოების უმრავლესობის სახელით „ქართული ოცნება“ ვერ უნდა ლაპარაკობდეს, მათ შორის, მათივე ციფრების მიხედვით. თუ გვარცხვენს პაპუაშვილი, შევეცადოთ საზოგადოებამ გამოვასწოროთ ის, თუ გვარცხვენს კობახიძე, შევეცადოთ ჩვენ, საზოგადოების, საქართველოს სახელით, გამოვასწოროთ ის. იგივე ეხება პაპუაშვილს, რა მნიშვნელობა აქვს, რა დავაც არ უნდა იყოს, მესამე მსოფლიო ომი მიდის და ცივილიზაციულ ომშია უკრაინა ჩართული და შენ ამ ქვეყანას აყვედრი ჩასვლას და იმ ადგილის ნახვას.

ხოშტარია: ბუჩაში პაპუაშვილი არ წავიდოდა, ცხადია — ჩვენ, ოპოზიცია უნდა წავიდეთ

ხატია დეკანოიძე ისედაც გეგმავდა კიევში წასვლას და სხვებსაც აქვს ეს სურვილი, - წერს ელენე ხოშტარია.

მომდევნო ათწლეულები და მომდევნო საუკუნეები, თუ სტუმრად ვინმე ჩავა, ბუჩაში აუცილებლად მივა. ის ადამიანები ერთადერთს ითხოვენ ჩვენგან, არც შეიარაღება, არც 400 ტონა საჩუქრები, ღარიბაშვილს, რომ დაუთვლია, არ უთხოვიათ, ერთადერთი რამე მოითხოვეს – თანადგომა. ხომ თითქოს არაფერია, 400 ტონა ტვირთი უფრო მეტია, ვიდრე სამიცენტნერი დეპუტატები რომ ჩავლენ ბუჩაში, მაგრამ ის 4 კაცის ჩასვლა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის სოლიდარობა და თანადგომა“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახნებთ, 8 აპრილს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა, ანდრეი კასინოვმა განაცხადა, რომ რადას თავმჯდომარე ყველა პარლამენტარს, მათ შორის, შალვა პაპუაშვილს ბუჩაში იწვევს, რათა საკუთარი თვალით ნახონ იქ ჩადენილი დანაშაულები. პაპუაშვილის განცხადებით, რიგი “საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g