ახალმა ინვესტორმა პირველი დაპირება შეასრულა – მეშახტეთა ვადაგადაცილებული სახელფასო დავალიანება სრულად იქნა გასტუმრებული და პირველი ცხელი პრობლემა მოიხსნა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
ნათია თურნავა იმედს გამოთქვამს, რომ ინვესტორის მხრიდან დანარჩენი დაპირებებიც დროულად შესრულდება.
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება შახტებში საქმიანობა და როგორია მისი განვითარების პერსპექტივა, იგივე თბოელექტროსადგურის მშენებლობის კუთხით. კარგად გავაკონტროლებთ, რომ დანარჩენი დაპირებებიც დროულად იქნება შესრულებული ინვესტორის მხრიდან, ჩვენ კი მათ ამ დაპირებების შესრულებაში მხარში დავუდგებით,”-აღნიშნა მინისტრმა
ახალი ინვესტორი, რომელიც საქნახშირმა იპოვა, მეშახტეებთან ერთად შახტში არსებული ვითარების შესწავლას იწყებს.ეს არის ქართული კომპანია, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს.
ტყიბულელი მეშახტების გაფიცვა შეწყდა - სახელფასო დავალიანებას ინვესტორი გაისტუმრებს
ახალი ინვესტორი დღეიდან მეშახტეებთან ერთად შახტში არსებული ვითარების შესწავლას იწყებს