LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი არგენტინის ნაკრებში არ დაბრუნდება

63

დიეგო მარადონა: ”ვფიქრობ, რომ მესი უარს უტყვის არგენტინის ნაკრებში დაბრუნებაზე”.

ფეხბურთის ღმერთი დიეგო მარადონა მიიჩნევს, რომ ფეხბურთის მესია ლეო მესი არ აპირებს ეროვნულ გუნდში კარიერა განაახლოს.

არგენტინის ნაკრების ახალი მწვრთნელი ედგარდო ბაუსა ბარსელონაში ჩაფრინდა, რათა მესის დაელაპარაკოს და ნაკრებში დაბრუნებაში დაარწმუნოს. გეხსომებათ, უდიადესმა მოთამაშემ სანაკრებო კარიერა კოპა ამერიკის ფინალში წაგების შემდეგ შეწყვიტა.

”ვფიქრობ, მესი ბაუსას უარს ეტყვის. ეს ჩემი აზრია და შესაძლოა ვცდებოდე.
ის, რომ მესი ფეხბურთის ფედერაციაზე ჩიოდა, ეს ყოველთვის ხდებოდა. რატომ გრძნობენ ფუნქციონერების ოჯახები თავს უფრო კომფორტულად, ვიდრე ფეხბურთელები”, – განაცხადა მარადონამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g