„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ასე რომ, არგენტინელი მშობლიურ კლუბში დარჩება. ამაზე ესპანური პრესა წერს.
30 წლის მესის ახალი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ, ლეო „ბარსელონასგან“ დამატებით, ბონუსის სახით, 50 მილიონ ევროს მიიღებს და ამ თანხას მას თანდათანობით, ხელშეკრულების მოქმედების დროს გადაუხდიან. ახალ კონტრაქტში ჩაიწერება ფორვარდის გამოსასყიდი თანხა – 300 მილიონი ევრო.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის მოქმედ კონტრაქტს 2018 წლის ზაფხულში გასდის ვადა.