LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი დაბადების დღეზე ცოლს მოიყვანს

112

„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი 30 წლის იუბილეზე დაქორწინდება. ორი შვილის მამას კიდევ ხუთი თვე აქვს, რათა უცოლო ცხოვრებით დატკბეს.

დეკემბერში მესიმ წინადადებით მიმართა და ხელი შეთავაზა ანტონელა როკუცოს და მისგან თანხმობა მიიღო, თუმცა მაშინ ქორწილის დღე არ დაუთქვამთ.

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი 24 ივნისს არგენტინის ქალაქ როსარიოს როზარიას სახელობის საკათედრო ტაძარში დაიწერს ჯვარს. სწორედ ამ დღეს გახდება ლეო 30 წლის. ქორწილში სავარაუდოდ 700 კაცს მიიწვევენ, ბუნებრივია მათ შორის იქნებიან მესის პარტნიორები როგორც კლუბიდან, ასევე ნაკრებიდან.

მესის და როკუცოს ურთიერთობა 2008 წლიდან აქვთ. მათ ორი შვილი შეეძინათ: ტიაგო 4 წლისაა, მატეო კი 1 წლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g