LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია

17

უეფამ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ევროპული საკლუბო ფეხბურთის მმართველმა უწყებამ საუკეთესო სამი ფეხბურთელისგან შეარჩია. ამ ჯილდოსთვის ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ლუის სუარესი იბრძოდნენ.

საბოლოოდ, გასულ სეზონში საუკეთესო კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი გახლდათ.

მესიმ 54 ხმიდან 49 მიიღო, ლუის სუარესი მე-2 ადგილზე 3 ხმით გავიდა, ხოლო პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ მხოლოდ 2 ხმა მიიღო.

მესი გახდა ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც აღნიშნული ტიტულის მოგება ორჯერ შეძლო.

“ჩვენ უკვე დიდი ხანია, რაც ერთსა და იმავე ფილოსოფიით ვთამაშობთ. ჩვენ საკუთარ სტილს კარგად ვინარჩუნებთ. ამ ჯილდოს მოგებაში ჩემი პარტნიორები დამეხმარნენ და პირველ რიგში მადლობა სწორედ მათ უნდა გადავუხადო. გასული წელი ჩვენთვის ძალიან კარგი იყო. ვიმედოვნებ, რომ შემდეგი სეზონიც ისეთივე წარმატბული იქნება ჩვენთვის, როგორიც გასული სეზონი იყო”, – განაცხადა ლიონელ მესიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები