უდიადესმა კალათბურთელმა კობი ბრაიანტმა ამასწინ ბრაზილიელი ფეხბურთელის რონალდინიოს სიტყვები გაიხსენა, რომელმაც უთხრა, რომ მესი ისტორიაში საუკეთესო გახდებოდა, არადა არგენტინელი იმ დროს ჯერ მხოლოდ 17 წლის იყო.
„მრავალი წლის წინ „ბარსელონა“ ლოს-ანჯელესში ჩამოვიდა. რონალდინიოსთან ვმეგობრობდი და ერთ-ერთი საუბრისას მითხრა: კობი, ნახე, ერთ ბიჭს გაგაცნობ, რომელიც ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელი გახდება.
მე ვუპახუხე: რას ამბობ, შენ ხარ საუკეთესო. მაგრამ მან მიპასუხა: არა, არა, აი ეს ბიჭი გახდება საუკეთესო“,- ციტირებს Goal.com ბრაიანტის სიტყვებს.
გაგახსენებთ, რომ NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი, კობი ბრაიანტი „ბარსელონას“ გულშემატკივარია.