იმის შესახებ, რომ „ბარსელონას“ თავდამსხმელი, ლეო მესი მამა მესამედ გახდებოდა, ცნობილი ჯერ კიდევ აგვისტოში გახდა, თუმცა წყვილმა გადაწყვიტა ეს ინფორმაცია მხოლოდ ახლა დაედასტურებინა. ანტონელა როკუცომ „ინსტაგრამზე“ გააზიარა ფოტო, რომელიც ამ ამბავს ადასტურებს.
„ახლა ხუთნი ვართ“, – დააწერა მან ფოტოს, რომელზეც მეუღლე და ორი შვილი მას მუცელზე ეფერება.
შეგახსენებთ, რომ ანტონელა მესის ბავშვობის სიყვარულია. წყვილი 8 წლის ასაკიდან მეგობრობს. ერთად ცხოვრება მათ 2010 წლიდან დაიწყეს, მიმდინარე ზაფხულში კი „საუკუნის ქორწილი“ გამართეს.

