ლიონელ მესიმ დღეს თირკმელზე ოპერაცია უნდა გაიკეთოს.
”ბარსელონას” ფორვარდს კენჭის გავლა დაუდგინეს.
არგენტინელს ელოდება პროცედურა, რაც იმ პრობლემას მოუგვარებს, რამაც მესის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში თამაშში ხელი შეუშალა.
კლუბმა მესის ორი უქმე დღე გამოუყო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ოპერაციის გარეშე ვერ გამოვიდოდნენ.
ლეო დღესვე უნდა დაბრუნდეს საავადმყოფოდან, ხუთშაბათს კი ვარჯიშს შეუდგეს.
სავარაუდოდ, მესი ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში ითამაშებს, თუმცა გამოტოვებს ”ვალენსიასთან” სათასო შეხვედრას.