ერთ-ერთი სპონსორის რეკლამისთვის „ბარსელონას“ ლიდერებმა თავიანთი პირველი სტადიონები გაიხსენეს. პიკეს პარკირების ფოტო ეჭირა ლა მასიას ბაზასთან; რაკიტიჩს იდეალური შვეიცარიული მოედანი მელინეში; თურანმა აჩვენა სტამბოლის სკოლასთან მდებარე მოედანი; ტერ შტეგენმა გერმანული გაზონი კარებით და ირგვლივ ორსართულიანი სახლებით.
https://www.youtube.com/watch?time_continue=24&v=ZrKc2nHss5g
მხოლოდ მესის ბარათზე არ ყოფილა მწვანე ფერი – არგენტინული დროშა და სარბენი ბილიკის ფერი გამოფიტული გაზონი.
„პირველად აქ სამი წლის მოვედი, – ლეო ბავშვთა გუნდ „გრანდოლიში“ იწყებდა 5 წლის ასაკში, მანამდე კი უფროსი ძმების ვარჯიშებზე დადიოდა. როგორც ხედავთ მოედანზე არ არის ბალახი, ის ტალახითაა დაფარული და ქვებიც ყრია. არ მიყვარს რჩევის მიცემა, მაგრამ გისურვებთ გიყვარდეთ ფეხბურთი როგორიც არის, ისწავლოთ მოგება და ითამაშოთ სიამოვნებისთვის“.
2018 წლის ნოემბერში ჟურნალისტი და მთავარი ვარსკვლავების ბიოგრაფი გილემ ბალაგე მესის სინქრონს წერდა და ყვებოდა: „ლეოს გადავეცი, ინგლისში ამბობენ, რომ ის ისეთივე კარგი ვერ იქნებოდა ცივ წვიმიან საღამოს სტოკში. ლეომ მიპასუხა: „მათ არ უნახავთ მოედანი, სადაც როსარიოში ვთამაშობდი. იქაც კი კარგი ვიყავი“.
აგერ მივყვეთ ლეოს პირველ მოედანს.
მესის მშობლიურ ქალაქში მის კულტი არ არის. ჩე გევარა და მარადონა უფრო პოპულარულები არიან.
მესის მშობლების სახლის სიახლოვეს მომღიმარი ლეოა შვილთან ერთად და წარწერა „ლიონელ, შენი რაიონი გელის შენ, ჩემპიონო“.
გრაფიტი მესის სკოლის კედელზე.
ლეომ აქ 18 წლისამ შეიარა (როდესაც „ბარსელონას“ მთავარ გუნდში გადადიოდა), გამოვიდა სცენაზე, ფოტოები გადაიღო თანაკლასელებთან და პატარებთან.
მესი წინდებისგან შეკერილი ბურთებით თამაშობდა მართლაც რომ საშინელ მოედნებზე.
მესი ძმების ვარჯიშებზე ბებიას დაყვებოდა. ერთხელ მწვრთნელმა სალვადორ აპარისიომ დაუძახა: „ის ძალიან პატარა იყო, მაგრამ ლეოს დედას ვთხოვე მაინც შესულიყო თამაშში. დედას იდეა არ მოეწონა, მაგრამ ბებია იყო თანახმა.“ ასე შევიდა პირველად ლეო მოედანზე პირდაპირ ტრიბუნიდან.
„გრანდოლის“ ყვითელ-ქვიან სტადიონზე ის ცხრა წლამდე თამაშობდა, სანამ „ნიუელსში“ არ მოხვდა. იმ თაობამ ოთხ წელიწადში მარტო ერთხელ წააგო.
მესის პირველი სტადიონი ახლა: გაზონი ბევრად უკეთესი არ არის, მაგრამ არის დროშა ლეოს სახით.
შესასვლელში ბანერი კიდია: „გრანდოლი – დიადის სამშობლო“.