დღეს, 12:53-დან 15:02 საათამდე, მთვარე იქნება მიმართულებადაკარგულ ფაზაში, რაც გულისხმობს დროებით დაბნეულობას, დეზორგანიზაციასა და კონცენტრაციის დაქვეითებას. ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურდება მთვარის ნეგატიური ენერგეტიკა. მძღოლებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ – ყურადღების გაფანტვამ და კონცენტრაციის დაკარგვამ შესაძლოა ავარიებისა და სახიფათო სიტუაციების პროვოცირება გამოიწვიოს.
დღეს და ხვალ უმჯობესია თავი შეიკავოთ მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვისა და ახალი პროექტების დაწყებისგან. დატოვეთ დღე თავისუფალი გრაფიკით და მოერიდეთ ზედმეტად გახსნილ კომუნიკაციასა და სიტყვების ფლანგვას.
პარტნიორული ურთიერთობები – დღე შესაძლოა გამოირჩეოდეს ემოციური არასტაბილურობით. მაღალია ცდუნებებისა და მოტყუების ალბათობა – სიფრთხილეა საჭირო პარტნიორულ ურთიერთობებში.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია ავტომობილის ყიდვა-გაყიდვისთვის, რესტავრაციისა და აღდგენითი სამუშაოებისთვის, მავნე ჩვევებისგან განთავისუფლების პროცესის დასაწყებად, საცხოვრებელი ადგილის ცვლილებისთვის
ნაკლებად წარმატებული იქნება: ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციები, ახალი კავშირებისა და საქმიანი ურთიერთობების დაწყება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური აქტივობა შესაძლოა უარყოფითად აისახოს ზოგად ჯანმრთელობაზე. მოსალოდნელია არტერიული წნევის მატება, თავის ტკივილები და ენერგიის ნაკლებობა. დაზიანებადია სახსრები, განსაკუთრებით – მუხლები.
გირჩევთ, არ გადაიღალოთ თვალები, განსაკუთრებით საღამოს საათებში. რეკომენდებულია სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება, რაც ორგანიზმის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.
თავი შეიკავეთ ცივი რძის, გაზიანი სასმელებისა და ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღებისგან.
დღის ფერები და მინერალები – სასიკეთო კოსმოსური ენერგიის მოსაზიდად რეკომენდებულია ონიქსის, აქატის, ქრიზოპრაზის, აკვამარინის, საფირონისა და ცირკონის ტარება. ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ბეჟ, მწვანე, ნაცრისფერ, ყვითელ, წითელ, ვარდისფერ და ნეონის ტონებს – ისინი ხელს შეუწყობენ თქვენი ბუნებრივი შარმის გამოვლენას.
ზოდიაქოს ნიშნებისთვის – დღე განსაკუთრებით წარმატებულია ვერძებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბებსა და თხის რქებს. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.