კარგი დღეა ძველი ნივთებისა და უსარგებლო ურთიერთობებისგან გათავისუფლებისთვის.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ზედმეტი სიხისტის და პირდაპირობის გამოვლენა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ავტომობილის და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, ნაკლებად გაამართლებს საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ხელმძღვანელებთან და გავლენიან პირებთან ურთიერთობა, ვაჭრობა და კომერცია, ნიშნობა და ქორწინება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს, სახსრებს და მუხლებს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც უახლოეს 20 დღეში ასრულდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს და მერწყულს.