მადრიდში მთავარი საფეხბურთო დაპირისპირება გაიმართა: „რეალი“ „ბარსელონას“ წინააღმდეგ. შეხვედრა ისეთი გამოდგა უკეთესს ვერ ინატრებ. მაღალი ტემპი, სახიფათო მომენტები, დაძაბულობა ბოლო წუთამდე, გაძევება, გოლები… გამარჯვებული კი ისევ მესი გამოვიდა.
მთელი მატჩი ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა. გუნდებმა ერთმანეთის კართან უამრავი მომენტი შექმნეს.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს – 28-ე წუთზე თავი კაზემირომ გამოიჩინა. “ბარსელონას” ანგარიშის გასათანაბრებლად 5 წუთი დასჭირდა – 33-ე წუთზე მადრიდელთა კარში გოლი ლეო მესიმ გაიტანა.
73-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით “რეალის” კარში მეორე გოლი ივან რაკიტიჩმა გაიტანა, ხუთ წუთში კი მადრიდელები
მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. არბიტრმა მოედნიდან “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი გააძევა. მიუხედავად ამისა, “რეალი” არ მოეშვა, შეუტია და გაიტანა კიდეც. 86-ე წუთზე 4 წუთის შესულმა ხამეს როდრიგესმა შეაგდო და თამაშიც ფრისკენ მიდიოდა… თუმცა საბოლოო სიტყვა 92-ე წუთზე ლიონელ მესიმ თქვა – 3:2.
33-ე ტურის შემდეგ “რეალსაც” და “ბარსელონასაც” 35 ქულა აქვთ, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უკეთესი მაჩვენებლით “ბარსელონა” ლიდერობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ მადრიდულს კლუბს მთავარ მეტოქესთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
რეალი – ბარსელონა 2:3 (1:1)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი: ნავასი, ნაჩო, რამოსი, კარვახალი, მარსელო, კროოსი, კასემირო (კოვაჩიჩი 70), მოდრიჩი, ბეილი (ასენსიო 39), რონალდუ, ბენზემა (ხამესი 82).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, უმტიტი, ალბა, რობერტო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, მესი, ალკასერი (გომეში 70), ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლები: 1:0 კასემირო (28), 1:1, 2:3 მესი (33; 92), 2:2 ხამესი (85)
გაფრთხილებები: კასემირო, კოვაჩიჩი – უმტიტი, მესი
გაძევება: რამოსი (77)
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
https://www.youtube.com/watch?v=kcQU8PGlHu8