LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ ირანი ქაოსში გაახვია: არგენტინელი ვარსკვლავი ხალხს შოკში აგდებს (ფოტოები)

367

მაისის დასაწყისში ირანის ქალაქი ჰამადანი ქაოსმა მოიცვა. ქალაქის ქუჩებში ”ბარსელონას” ფორმაში გამოწყობილი ადამიანი დადიოდა, რომელიც ძალიან ჰგავდა ლეო მესის. მის ირგვლივ კი რასაკვირველია ფეხბურთელის ქომაგები ან ის ადამიანები იყრიდნენ თავს, ვისაც მასთან სურათის გადაღება სურდა.

არეულობის თავიდან ასაცილებლად ქალაქის პოლიცია იძულებული გახდა განყოფილებაში წაეყვანა 25 წლის სტუდენტი რეზა პარასტეში, რომელსაც ესეც არ აკმარეს და მანქანაც ჩამოართვეს. არადა, მას არაფერი დაუშავებია – უბრალოდ ძალიან ჰგავს არგენტინელ ვარსკვლავს.

იდეა – გამხდარიყო ირანელი მესი რეზას მამამ უკარნახა, როდესაც ”ბარსელონას” მაისურით დაასაჩუქრა. ამის შემდეგ რეზამაც მიაქცია ყურადღება ფაქტს, რომ არგენტინელს ჰგავს და დაიწყო იმ დეტალებზე ზრუნვა, რომელიც მათ კიდევ უფრო ამსგავსებს ერთმანეთს (თმა, წვერი…).

”ხალხს ნამდვილად ლეო ვგონივარ. როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ვჩნდები, გარშემომყოფები შოკში ვარდებიან”, – განაცხადა პარასტეშმა.

როგორც ჩანს, პოლიციის წინააღმდეგობა რეზას არ აშინებს. იგი ამჟამად ლეო მესის ფინტების შესწავლითაა დაკავებული, რათა მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩააგდოს შოკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g