LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ თურქეთში თამაშზე უარი თქვა: რას იზამენ სხვა ვარსკვლავები

95

ლეო მესიმ და ანდრეს ინიესტამ უარი თქვეს თურქეთში გასამართ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობაზე.
ტოტი, ჩავი და ნეიმარი ჯერ საქმეში არიან.

საქველმოქმედო თამაში სამუელ ეტოოს ორგანიზებით ანთალიაში გაიმართება კამერუნელი ფეხბურთელის საქველმოქმედო ფონდის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით. ღონისძიებაზე ”ბარსელონას” მთავარი ვარსკვლავებიც არიან მიპატიჟებული, მაგრამ მესიმ და ინიესტამ ქვეყანაში შექმნილი სახიფათო ვითარების გამო თურქეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავეს.

მათ გარდა სათამაშოდ მიწვეულები არიან ნეიმარი, სუარესი, ტოტი, აბიდალი, ესიენი და პუიოლი.

მიუხედავად შეიარაღებული შეტაკებებისა, კამერუნელს თამაში არ გააუქმებია.
მესი კი შვებულებას იბიცაზე განაგრძობს.

თამაში დღეს არის დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები