ლეო მესიმ საკლუბო ევროპულ შეჯიბრებებში (ევროპის სუპერთასის ჩათვლით) მეასე გოლი შეაგდო. საიუბილეო გამოდგა ის ბურთი, რომლითაც მან “ბარსა” “ოლიმპიაკოსთან” მატჩში 2:0 დააწინაურა.
მესის ანგარიშზე 97 გოლია ჩემპიონთა ლიგაზე და 3 ევროპის სუპერთასზე (აქედან ორი თბილისში). ლეომ 11 გოლი პენალტით გაიტანა, 16 – საჯარიმოს გარედან, 5 – პირდაპირ ჯარიმიდან. მესის 82 გოლი მარცხენა ფეხით აქვს გატანილი, 14 – მარჯვენათი, 4 – თავით.
ჩემპიონთა ლიგას ყველაზე ახალგაზრდა მეკარე ყავს: მილე სვილარი. ის საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრებიდან ერთ წელიწადში დაიბადა.
მილე ლისაბონის „ბენფიკას“ ბელგიელი მეკარეა, ცნობილი სერბი გოლკიპერის რატკო სვილარის ბიჭი (რადკო „ანტვერპენში“ 46 წლამდე თამაშობდა). სვილარის რეკორდია – 18 წელი და 52 დღე.
წინა რეკორდი იკერ კასილიასს ეკუთვნოდა. 1998 წელს ის „რეალის“ კარში 18 წლის და 118 დღის ასაკში ჩადგა.
ლიგას ყავს უხუცესი რეკორდსმენიც. მიუნხენის „ბაიერნის“ სათავეში დაბრუნებული იუპ ჰაინკესი ტურნირის ყველაზე მხცოვანი მწვრთნელია. გერმანელი სპეციალისტი წუხელ, მატჩის დღეს 72 წლის და 162 დღს იყო.
მან ლიდერობა მაშინ „მარსელის“ თავკაც რაიმონდ გუტალსს წაართვა (71 წელი და 231 დღე).
“ანდერლეხტის” კარში გატანილი გოლის შემდეგ, პსჟ-ს 18 წლის ფორვარდმა კილიან მბაპემ პატრიკ კლუივერტს გადაასწრო. კილიან მბაპემ, 18 წლის ასაკში მე-8 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე, რითიც პატრიკ კლუივერტის რეკორდი (7) დაამხო და ყველაზე შედეგიანი თინეიჯერი გახდა.
მბაპეს თანაგუნდელი ედინსონ კავანი მესამე ფეხბურთელია, ვინც ზედიზედ 7 მატჩსი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაში. აქამდე ამდენი ვან ნისტერლოიმ და კრიშტიანო რონალდომ მოახერხეს.
ტურინის „იუვენტუსმა“ ლისაბონის „სპორტინგი“ 2:1 დაამარცხა. ამით ტურინელებმა ამ ტურნირზე საშინაო წაუგებელი მატჩების სერია 21 მატჩამდე აიყვანეს.