LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის 300 გამარჯვება: „ლივერპული“ პირველია, „იუვეს“ საქმე ვერ არის კარგად, ლევანდოვსკის ისევ გააქვს

76
ruea6c3c254e0

ევროპის ტოპ ლიგებში, შუა კვირაში, მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, თანაც საკმაოდ მნიშვნელოვანი. იყო ლიდერი გუნდების დაპირისპირება. ინგლისში „ლივერპულმა“ 2:1 მოუგო „ტოტენჰემს“ და პირველ ადგილზე გაიჭრა. იტალიაში „ინტერმა“ 1:0 გამოსტაცა 3 ქულა „ნაპოლის“, გერმანიაში „ბაიერნმა“ 2:1 მაინც აჯობა „ვოლფსბურგს“ და სხვა საინტერესო მატჩები. ხოლო ესპანეთში „ბარსელონამ“ მშვენიერი პირველი ტაიმის წყალობით ასევე 2:1 დაამარცხა ლიდერი „სოსიედადი“.

 

მარტო „მილანს“, „იუვენტუსს“ და ლევერკუზენის „ბაიერს“ არ წაუგიათ ტოპ ლიგებში ამ სეზონში. გუშინ „ვოლფსბურგი“ დამარცხდა.

მხოლოდ ლევანდოვსკიმ, ლუკაკუმ და რონალდომ გაიტანეს 10+ გოლი ტოპ 5 ლიგაში ზედიზედ 9 სეზონში.

 

სონი და კეინი „ტოტენჰემის“ პრემიერლიგური გოლების 80%-ის ავტორები არიან.

„არსენალს“ პრემიერლიგაში არტეტას მწვრთნელობისას 7 გაძევება დაუგროვდა. ეს 4-ით მეტია ვიდრე ნებისმიერ სხვა კლუბს 2019 წლის დეკემბრიდან.

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „ემირეიტსზე“ პირველად გაიტანა ივლისის შემდეგ პრემიერლიგურ შეხვედრაში.

სემ ელერდაისმა „ვესტ ბრომვიჩი“ ჩაიბარა. ეს სარეკორდო, მე-8 კლუბია პრემიერლიგაში.

 

„მილანმა“ 2+ გოლი სერიას ა-ს მატჩებში ზედიზედ 14 მატჩში გაიტანა, რითაც „ტორინოს“ 72 წლის წინანდელი რეკორდი დაამხო.

„იუვენტუსს“ 12 მატჩში 6 ფრე აქვს. ეს უარესი შედეგია 1984 წლის შემდეგ. მაშინ გუნდი მე-6 ადგილზე გავიდა.

ანტონიო კონტემ „ინტერში“ 50 მატჩიდან 32 მოიგო. ამაზე უკეთესი სტარტი მხოლოდ მოურინიოს და ოლივიერის ჰქონდათ (34).

„ინტერს“ ზედიზედ 5 მოგება აქვს სერია ა-ში.

 

ლეო მესიმ „კამპ ნოუზე“ მე-300 მატჩი მოიგო.

 

„შალკე“ ბუნდესლიგაში 28 მატჩია ვერ იგებს.

ლევანდოვსკიმ გაიტანა 250 და 251-ე გოლები ბუნდესლიგაში. ამაზე მეტი მიულერს და ფიშერს აქვთ გატანილი.

 

მარტო „ლიონის“ მეკარე ლოპეშმა გაიტანა 2 ავტოგოლი ამ სეზონში ტოპ 5 ლიგის მოთამაშეებს შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები