ლეო მესის ბაბუა აღარ ყავს.
ინფორმაცია მესის ბაბუას გარდაცვალების შესახებ Marca.com-მა გამოაქვეყნა.
ლიონელ მესი და მისი ოჯახი გლოვობს, რადგან შაბათს, არგენტინელი ლეგენდის ბაბუა გარდაიცვალა – დედის მხრიდან, ანტონიო გუციტინი.
აწგანსვანებული როსარიოში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმები ვერაფერს გახდნენ.
ბაბუა 80 წლის იყო.
ანტონიოს მეუღლე – სელია რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ბაბუა კი, მარტო ცხოვრობდა მშობლიურ ქალაქში. თავის დროზე სწორედ ბებია-ბაბუის დამსახურება იყო, რომ ადგილობრივ სპორტულ კლუბებში მესის თამაშის უფლება მისცეს.