არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ კოპა ამერიკის ნახევარფინალის მოგების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდის წარმატება კანონზომიერია. ფორვარდმა აღნიშნა, რომ უხარია გაბრიელ ბატისტუტას რეკორდის მოხსნა, როგორც ნაკრების საუკეთესო ფორვარდს.
-კოპა ამერიკის პირველი დღეებიდან ჩვენ შესანიშნავ რამეებს ვაკეთებთ და სრულიად ვიმსახურებთ წარმატებას, – მოჰყავს Marca-ს მესის სიტყვები, – მადლობას ვუხდი ყველა ჩემს პარტნიორს. ყველას, ვისთანაც კი მითამაშია ნაკრებში. ეს რეკორდი მათი დამსახურებაა.
საიუბილეო კოპა ამერიკის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებმა აშშ-ის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 4:0 და ფინალში გავიდა.