ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და პარლამენტთან უწყვეტად მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს, რომ დღეს ახალგაზრდები „წვიმაში გალუმპულები, ლამაზები, ნაღდები, ფერადი საწვიმარებით მიაბიჯებენ ახალგაზრდები საქართველოს გადასარჩენად!“.
„მაგრად დაჰკარით, მაგრად დაჰკარით,
დადგეს ყიჟინის კორიანტელი“…
მესმის ჯანსუღის და მამუკას ეს ჰიმნი „თავისუფლებას“ და ცრემლები მომდის, ვერ ვჩერდები, წვიმაში გალუმპულები, ლამაზები, ნაღდები, ფერადი საწვიმარებით მიაბიჯებენ ახალგაზრდები საქართველოს გადასარჩენად! გარეთ საქართველოა საქართველოს გადასარჩენად!
თითქოს პირველად ვისმენ ამ სიმღერას, რა მჭირს არ ვიცი, ცრემლებს ვერ ვიკავებ, ჩემი მამუკას ხმაც სხვანაირად მესმის, თითქოს ახლა ვისმენ – ამ წამს :
„თუ გამარჯვება არის მიზანი,
დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად,
მამულისათვის, მამულისათვის ძმებო სიკვდილი ან გამარჯვება,
როგორ დაცხრება, როგორ დაცხრება დაუცხრომელი ხალხის ბუნება.
თავისუფლება და აღტაცება
დაუცხრომლობით აღისრულება.
ძლივს, ძლივს ამოდის
მთვარე სამოთხის
ტყვია მიზანში მოსახვედრია,
თავისუფლება ისე არ მოდის,
თავისუფლება ლომთა ხვედრია!( 1972 ჯანსუღ ჩარკვიანი)“, – წერს ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი და ამ ფორმით ეხმაურება აქციაზე გადაღებულ კიდევ ერთ ვიდეოს.
მართლა ყველაფერზე მეტირება უკვე, დამანებეთ ერთი თავი 😩💘
Posted by Anna Glonti on ოთხშაბათი, 15 მაისი, 2024
უკვე თვეზე მეტია დედაქალაქსა და საქართველოს დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. 14 მაისს, პარლამენტმა 84 ხმით მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.