პოლიციამ მესტიაში 25 წლის ბიჭის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი პირი დააკავა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ თბილისში აიყვანა.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ივლისს, ღამით, მესტიაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა პიროვნებას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიციამ მიმალვაში მყოფი პირი 25 ივლისს, თბილისში დააკავა,”- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.