LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიაში საკრებულოს წევრი მოკლეს

116

მესტიის ცენტრში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი  ჩაცხრილეს. ლომარ ნიგურიანს მისი საცხოვრებლის გვერდით მდებარე სახლიდან სავარაუდოდ მაშინ ესროლეს, როდესაც ის საკუთარი სახლის სახურავიდან თოვლს წმენდდა. ლიგურიანი თვითმმართველობის არჩევნებისას „ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი იყო. არსებული ინფორმაციით მოკლულ ლომარ ნიგურიანს მესტიაში მცხოვრებმა პირმა ესროლა, რომელთანაც მას დაპირისპირება ჰქონდა.

დაჭრილი ნიგურიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. შემთხვევა დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდესის  109-ე  (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებითაა აღძრული.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი მ.ნ მიიმალა. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g