LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულ 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

180
photo_2025-01-09_17-16-26

მესტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის, ვიქტორ სოლოვიოვის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულ – ბეჟან ჭკადუასა და რევაზ პაკელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მოსამართლის განმარტებით, საქმეზე გარკვეული მასალებია წარმოდგენილი, საიდანაც ირკვევა, რომ ორივე ბრალდებული ნასამართლევია და ისინი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 იანვარს, ბრალდებულები ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა, ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. ამის შემდეგ, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით.

მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქმის გარშემო არაერთი კითხვაა… ჭკადუა დუმილის უფლებას იყენებს, მეორე ამ ვერსიაზე საუბრობს, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ქსელურ რეალიზაციას ეწეოდნენ“ – მესტიაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულები ბრალდებას არ აღიარებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g