LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიაში ზვავი ჩამოწვა

206
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის ჯვარი-ხაიშის მონაკვეთი უსაფრთხოების მიზნით დაკეტეს. მესტიის მერის განცხადებით, გარკვეულ მონაკვეთებზე ზვავი იყო ჩამოსული, თუმცა კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, ზვავში არც მოქალაქეები და არც ავტომობილები არ არიან მოყოლილი.

„საგზაო ტექნიკა დილიდან მუშაობს, მაგრამ არსებობდა მონაკვეთები, სადაც პატარ-პატარა ზვავები იყო ჩამოსული. გაიწმინდა ტერიტორია. ამჟამად მიმდინარეობს ორ მონაკვეთზე მიკროავტობუსების გაყვანა, რომლებსაც მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები არ აქვთ. ტრაქტორი უკვე მისულია სოფელ ფართან და ამოიყვანენ გზიდან, რაც კი მანქანაა ადგილზე. ყველანი მივლენ ოჯახებში. დიდი ნაწილი უკვე სამშვიდობოს არის.

რაც შეეხება ხაიშამდე მისასვლელ გზას, აქ რამდენიმე ადგილას მცირე ზომის ზვავი იყო ჩამოსული. იქ დაახლოებით ოთხი-ხუთი მანქანაა, რომლებიც ხაიშამდე ამაღამ მივლენ. უკვე დავკეტეთ გზები.

ზვავსაშიშროების გამო, რადგანაც ხილვადობა არ არის, ვერც ტრაქტორს გავუშვებთ იმ ადგილებში და გავაჩერეთ მოძრაობა. დილიდან უკვე აღდგება მოძრაობა და მუშაობაც დაიწყება. პარალელურად, 40-მდე სოფელში დენი გაითიშა. დილიდან გამოვლენ ჯგუფები და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.“ – განაცხადა მესტიის მერმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა) – კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g