„მეტა“ Facebook Live-ს 30 დღის შემდეგ წაშლის. აქამდე „ლაივ“ ვიდეოები განუსაზღვრელი ვადით ინახებოდა.
აღსანიშნავია, რომ სანამ დაარქივებული „ლაივ“ ვიდეოები პლატფორმიდან წაიშლება, მომხმარებლები აპლიკაციასა და ელექტრონულ ფოსტაზე გამაფრთხილებენ შეტყობინებას მიიღებენ, რის შემდეგაც მათ ვიდეოების გადმოსაწერად 90 დღე ექნებათ.