LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ უფრო მეტად გამოიყენებოდა მოსაზრებების ჩასახშობად და განსხვავებული იდეების მქონე ადამიანების გასაჩუმებლად და ეს ზედმეტად შორს წავიდა“ – “Meta „ფაქტ-ჩექინგის“ ფუნქციას აუქმებს 

171
1633385139-ცუკერბერგი-cukerbergi

CNN-ის ინფორმაციით, კომპანია Meta „ფაქტ-ჩექინგის“ ფუნქციას აუქმებს და მას „საზოგადოების შენიშვნებით“ ანაცვლებს.

ამავე ცნობის თანახმად, „ფაქტ-ჩექინგის“ ფუნქციის ნაცვლად იქნება მომხმარებლების მიერ შექმნილი „საზოგადოების შენიშვნები“, როგორიც პლატფორმა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) არსებობს.

„ფაქტ-ჩექერები“ პოლიტიკურად ძალიან მიკერძოებულები იყვნენ და უფრო მეტი ნდობა გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს. ის, რაც დაიწყო როგორც უფრო ინკლუზიურად ყოფნის მოძრაობა, სულ უფრო მეტად გამოიყენებოდა მოსაზრებების ჩასახშობად და განსხვავებული იდეების მქონე ადამიანების გასაჩუმებლად და ეს ზედმეტად შორს წავიდა“, – განაცხადა Meta-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბეგმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ამავდროულად, ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ ახალ პოლიტიკას „მეორე მხარეც“ მოჰყვება, რაც იმას ნიშნავს, რომ „კონტენტის მოდერირებაში ცვლილებების შეტანის შედეგად პლატფორმაზე მეტი მავნებელი კონტენტი გაჩნდება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g