“ქართული ოცნებას” არასდროს გადაუხვევია არც ევროპული არჩევანის და არც ფუნდამენტური ღირებულებებისთვის”, – ამის შესახებ ნათქვამია კახა კალაძის განცხადებაში რომლითაც ის ეხმაურება გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევის შესახებ.
კალაძე აღნიშნავს, რომ იზიარებს ლეგიტიმურ მოსაზრებას, რომ კანონპროექტების რეალური მიზნების გარშემო შექმნილი გაურკვევლობა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ მეტად უნდა ეზრუნათ, რომ „სიცრუის ნიაღვარის ფონზე, სიმართლე“ მოქალაქეებამდე უფრო გასაგებად მიეტანათ.
„მეტად უნდა გვეზრუნა, რომ სიცრუის ნიაღვარის ფონზე, სიმართლე რიგით მოქალაქეებამდე უფრო გასაგებად მიგვეტანა. საბედნიეროდ შევძელით, რომ საზოგადოების, გულანთებული ახალგაზრდების პროტესტი ქაოსსა და გამოუსწორებელი ზიანის მომტან დაპირისპირებაში არ გადაიზარდა, რაც კეთილსინდისიერი მოქალაქეების, სამართამდამცველების, პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისა და ეკლესიის, ჩვენი ყველას დამსახურებაა.
მადლობა ყველას ვინც, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ცივილური ფორმებით იყენებდა და დესტრუქციულ ძალებსა თუ ცალკეულ პირებს რადიკალიზაციის საშუალებას არ აძლევდა“ – აღნიშნავს კალაძე.