LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტადონის გაყიდვის გამო ფოთში ნარკოლოგიური ცენტრის თანამშრომელი დააკავეს

84
1

ფოთში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი დააკავეს.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ცენტრის თანამშრომელი ნ.ღ, მეტადონის გაყიდვის გამო დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  დაკავებული მეტადონის პროგრამაში ჩართული პირებისთვის განკუთვნილ წამალს დოზებს აკლებდა და ყიდდა და 14 ივლისს, ბაზრის ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც ის ნარკოლოგიური სამსახურის პარალელურად მუშაობდა.

როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

დანაშაული ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g