LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეტამ“ „ტვიტერის“ კონკურენტი აპლიკაცია შექმნა

144
page

„მეტამ“ „ტვიტერის“ კონკურენტი აპლიკაცია შექმნა. ამის შესახებ ინფორმაცია  რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ახალი პლატფორმა უკვე ჩაეშვა. აპლიკაცია Threads წინასწარი შეკვეთით Apple-ის App Store-ში იქნება ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ  მის დაკავშირებას „ინსტაგრამთანაც“ შეძლებთ. მისი ინტერფეისი „ტვიტერისას“ ძალიან ჰგავს.

აპლიკაცია იქნება ადგილი, სადაც ადამიანები ერთად განიხილავენ ყველაფერს, დაწყებული იმ თემებიდან, რომლებიც ადარდებთ და დამთავრებული იმ საკითხებით, რომლებიც ტრენდულია, – აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, „ტვიტერი“ დროებით ბლოკავს ტვიტებისა ნახვის შესაძლებლობას მათთვის, ვინც სოციალურ პლატფორმაზე დარეგისტრირებული არ არის. იმისათვის, რომ პირი „ტვიტერის“ რომელიმე კონტენტს  გაეცნოს, ანგარიში უნდა შექმნას.

არარეგისტრირებული ადამიანები „ტვიტერზე“ ვეღარ გადავლენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები