LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტეხის გვირაბში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდა

45
1628746037-I0A7665

მეტეხის გვირაბში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში, გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი მოწესრიგდა, გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები შეცვალეს. გვირაბში მოეწყო ელექტროენერგიის ქსელი და დამონტაჟდა 350 ერთეული LED სანათი. ასევე, 810 კვ.მ ფართობზე დაიხაზა გზის გამყოფი და გზისპირა ღერძულა ხაზები.

ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა იყო მობილიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები