LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტეხის ხიდის სრული რეაბილიტაცია იწყება

91
img-7069-2

მეტეხის ხიდის სრული რეაბილიტაცია იწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოების პროცესში, მეტეხის ხიდის არეალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

„თბილისის მერია მეტეხის ხიდის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. დედაქალაქში გვაქვს ხიდები, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებს. ამ ეტაპზე კი მეტეხის ხიდით ვიწყებთ. პროექტის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილზე ასფალტო-ბეტონის ახალი საფარი დაიგება, ტროტუარები განახლდება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება. ასევე, დაგეგმილია ფასადებისა და თაღების გამაგრება და დამუშავება. გარდა ამისა, ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად განახლდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, მეტეხის ხიდის არეალში და მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გადაადგილება პერიოდულად, ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები, დაახლოებით, ათი დღის განმავლობაში დაიწყება. გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის შესახებ ინფორმაციას წინასწარ მოგაწვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 2 მილიონი ლარია.

„პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 2 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მეტეხის ხიდი ყველანაირად მოწესრიგებული და განახლებული იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.