LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეტეხის ხიდთან რომ მანქანა გადავარდა, შექმნილ საცობზე დავიწუწუნე გაუაზრებლად… დღეს დილას ვიგებ, რომ გარდაცვლილი ბიჭი ჩემი ბიძაშვილის შვილის მეუღლეა“ – რას წერენ გარდაცვლილ გიგი ზარანდიაზე

6435
გიგი ზარანდია

4 მარტს, თბილისში, მეტეხის ხიდიდან ავტომობილის მტკვარში გადავარდნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 27 წლის გიგი ზარანდიაა.

„გამორიცხულია, თავი მოეკლა, 10 დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდა… სავარაუდოდ მანქანის მართვის დროს გაითიშა“ – რას ჰყვებიან ხობში გიგი ზარანდიაზე

გიგი ზარანდიას შესახებ სოციალურ ქსელში წერენ მისი მეგობრები და ახლობლები. გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას მისი ერთ-ერთი ნათესავი, ელენე შენგელიაც და წერს, რომ გიგი ზარანდია ახლად დაქორწინებული იყო, ბავშვს ელოდებოდა და მალე ქორწილი უნდა გადაეხადა.

„გუშინ მეტეხის ხიდთან რომ მანქანა გადავარდა, ქალაქში შექმნილ საცობზე დავიწუწუნე გაუაზრებლად…

დღეს დილას კი ვიგებ, რომ ის ახალგაზრდა გარდაცვლილი ბიჭი ჩემი ბიძაშვილის შვილის მეუღლეა.

ახლად დაქორწინებულები იყვნენ, ბავშვს ელოდებოდნენ, ქორწილი უნდა გადაეხადათ და ბევრი გეგმა ჰქონდათ ცხოვრებაში!

რით განუგეშო ბავშვო, არც კი ვიცი, ფეხქვეშ მიწა გეცლება და ფეხზე როგორ უნდა დადგე“, – წერს ელენე შენგელია სოციალურ ქსელში.

„მეუღლე და შვილი დარჩა…ძალიან კარგი მძღოლი იყო“ – ცნობილია მეტეხის ხიდთან დაღუპული ახალგაზრდას ვინაობა

გუშინ, მეტეხის ხიდთან რომ მანქანა გადავარდა, ქალაქში შექმნილ საცობზე დავიწუწუნე, გაუაზრებლად… დღეს დილას კი ვიგებ, რომ…

Posted by Elene Elizabeth Shengelia on სამშაბათი, 04 მარტი, 2025

ვიდეო: ვრცელდება მეტეხის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის კადრები – „შემთხვევით გადარჩა გამვლელი, რომელიც ტროტუარზე მიდიოდა“

ცნობისათვის, მეტეხის ხიდზე ავტომობილი მტკვარში 4 მარტს გადავარდა. ავტომობილი მტკვრიდან რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს. მისი ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g