ავტობუსის ინდოელი მძღოლი, სახელად კამარაჯი პირველი ადამიანია, რომელიც მეტეორის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.
შემთხვევა ინდოეთში ქალაქ ნატრამპალიში მოხდა, მეტეორის ნამსხვრევებმა კამარაჯი მძიმედ დააზიანა და საავადმყოფოში გადაყვანამდე გზაში გარდაიცვალა.
ჩამოვარდნილმა მეტეორმა შენობები და ტრანსპორტიც დააზიანა, ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები და მიწის ზედაპირზე მცირე ზომის კრატერიც გაჩნდა.