LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტეოროლოგები: 2020 წელი რეკორდულად ცხელი იქნება

448
hot

მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო კარანტინმა დადებითად იმოქმედა პლანეტის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და მნიშვნელოვნად შეამცირა ატმოსფერული დაბინძურება, საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ეფექტის მისაღებად უფრო ხანგრძლივი ცვლილებებია საჭირო.

მეტეოროლოგთა ცნობით არსებობს იმისი დიდი შანსი, რომ 2020 წელი რეკორდულად ცხელი იქნება და წელს 5 წლის წინ დაფიქსირებულ სარეკორდო მაჩვენებლებზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება. მათი თქმით, ამის შანსი 50-75%-ია. შესაბამისად 2020 წელს პლანეტაზე იქნება ყველაზე ცხელი ამინდები იმ დროიდან მოყოლებული, რაც მეცნიერებმა კლიმატზე დაკვირვება და მონაცემების შენახვა დაიწყეს.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა საყოველთაო კარანტინმა ცა დროებით გაწმინდა, ამას კლიმატის ცვლილებებზე გავლენა არ მოუხდენია. კლიმატოლოგების და მეტეოროლოგების განცხადებით, კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად უფრო ხანგრძლივი და მრავალმხრივი ზომების მიღებაა საჭირო.

დღეისათვის არსებული მონაცემებით, სარეკორდოდ ცხელი 2015 წელი იყო, თუმცა 2020 წლის იანვარში ტემპერატურის მატების სარეკორდო მაჩვენებლები უკვე დაფიქსირდა.იანვრიდან ტემპერატურული მაჩვენებლების მატების რეკორდები დააფიქსირეს ანტარქტიდასა და გრენლანდიაზე. თებერვალში ანტარქტიდაზე პირველად ისტორიაში 20C-ზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ ავსტრალიაშიც.
განსხვავებულ პროგნოზს აკეთებს ნასას კოსმოსური კვლევების გოდარდის ინსტიტუტის დირექტორი გეივინ შმიდტი, რომელიც წელს რეკორდულად ცხელი ამინდების დადგომის ალბათობას 60%-ით აფასებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g