აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მომღერალი და ჯგუფ „ემის“ წევრი, ეკა მანიჟაშვილი გვიზიარებს თავის ვაჟებთან, საბასთან და ბექასთან ერთად გადაღებულ ფოტოს და დედის თვალსაზრისს გვიზიარებს:
„თამამად, დანაშაულის შეგრძნების გარეშე მოითხოვეთ შვილის გამო სამსახურიდან გათავისუფლება.
თქვენ მიხედეთ სიცხიან, დედის მოლოდინში მყოფ, მოწყენილ შვილს და არა ძიძამ.
არ გამოტოვოთ შვილის არცერთი მნიშვნელოვანი დღე, ბედნიერიც და სევდიანიც.
იმუშავეთ იმდენი და ისეთ ადგილზე რომ სახლში მისულს შვილთან ჩახუტების, საუბრის დრო და თავი გქონდეთ.
მეტი დრო შვილებს!
დღეს მე ბევრი დრო მაქვს შვილებისთვის, მათ ჩემთვის – აღარ…
სახლში, კიბის საფეხურზე სასკოლო ფოტო-სერია გრძელდება აეროპორტიდან…“