LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტი კრიმინალი პოლიტიკაში – ეს არის რადიკალური ოპოზიციის სურვილი – ირაკლი კობახიძე თაკო ჩარკვიანის ინიციატივაზე

98
BeFunky-collage (23)

პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის სურვილია, რომ პოლიტიკაში მეტი კრიმინალი იყოს. ამ განცხადებით მან საყოველთაო ამნისტიის თაობაზე პარტიის „კანონი და სამართალი“ ინიციატივა შეაფასა და აღნიშნა, რომ „კრიმინალების ადგილი ციხეშია და არა პოლიტიკაში“.

“ვიღაცებს უნდათ, რომ კრიმინალები იყვნენ არა ციხეში, არამედ პოლიტიკაში. მეტი კრიმინალი პოლიტიკაში ” – აღნიშნავს კობახიძე.

მისი თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში ადგილი არა პოლიტიკაში, არამედ ციხეშია.

“თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ციხეში უნდა იყოს“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი საყოველთაო ამნისტიით ინიციატივით გამოდის.

„ეს გახლავთ საყოველთაო ამნისტია, (რა თქმა უნდა რეფორმირებული სისტემით)ეს იქნება სამომავლო პოლიტიკური რევანშის თავიდან აცილება, ეს არის გამოსავალი, ქვეყანას ვკარგავთ, რადგან ერთმანეთს ვკარგავთ ძვირფასო მეგობრებო, პოლიტიკოსებო და არაპოლიტიკოსებო, იმისტებო და ამისტებო! მაქსიმალურად შევეცდები, ეს ინიციატივა ბოლომდე მივიყვანო, რა თქმა უნდა, რეფორმირებული სისტემით-რეფორმებით, რასაც (დასავლეთი გვთხოვს), რომელიც ევროკავშირამდე მიგვიყვანს! პოლიტიკოსებო იფიქრეთ!“,-წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

“ჰუმანური აქტი გადარჩენის აქტად იქცევა” – ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

ჩარკვიანი წინადადებებს მსჯავრდებულების მშობლებისგანაც ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g