გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ ჯგუფი „ამნეზია“ ესტუმრა, რომლის წევრებიც არიან: ალექსანდრე ბეგალიშვილი, გიორგი ყველაშვილი და გოგა (გიორგი) მოძმანაშვილი.
ალექსანდრე, ბახუსთან როგორ ხარ?
ბახუსურად, მშვენივრად (იცინის). ტრადიციად ბახუსი ჩემს მტერს ექცეს, მაგრამ ზოგადად კარგია.
რა იწვევს ჩვენს სუფრებზე ღრეობას?
ალბათ ერთმანეთის მიმართ უყურადღებობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თამადას, რომელიც როგორც წესი, ტირანი უფრო არის ხოლმე, თავისი დაძალებებით და ჯარიმებით.
რამდენად მნიშვნელოვანია სასმელი სუფრაზე?
ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა. როდესაც სუფრაზე დალევის პროცესი არ გსიამოვნებს, ძალიან ცუდია.
თავად რომელი ღვინო მოგწონს?
კახური ღვინო. დასავლურ ღვინოებს დიდად არ ვწყალობ.
გიორგი, რამდენად ყოფილა შემთხვევები, რომ ღრმა ბახუსში ყოფილხარ?
ვყოფილვარ, თუმცა ძალიან იშვიათად. ხანდახან საჭიროა, ერთგვარი განმუხტვაა.
გოგა, შენ ამ ამბავზე რა კომენტარს გააკეთებდი?
1-2 ჭიქა ტონუსისთვის აუცილებელია ნებისმიერ სიტუაციაში.
სუფრასთან ქალის ფუნქციაზე რას იტყოდით?
გააჩნია ქალს და მის სტატუსს. ის ყოველთვის ენერგეტიკის მომტანია, სუფრა იქნება ეს თუ სხვა ადგილი. სხვა ელფერი შემოაქვს. მეტი მოწიწება და მორიდებაა, როდესაც სუფრასთან ქალია.
ქალზე თუ გაქვთ სიმღერა?
სიყვარულზე გვაქვს სიმღერები.
რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკა სუფრასთან?
შეუსაბამობა ყველგან ცუდია, თუმცა სიმღერის გარეშე სუფრა წარმოუდგენელი და ცუდია.
ყოფილა შემთხვევა, რომ ბახუსთან ერთად ახალი სიმღერა დაბადებულა?
რა თქმა უნდა. ყოფილა იმპროვიზაცია, რომელიც მოგვწონებია და შემდეგ გაგვიკეთებია. მაგალითად „გოგოვ, გოგოვ, შავთვალა“.
დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ჯგ. ამნეზია – ღიპიანი ჰიპის სიმღერა. Live
ჯგ. ამნეზია – გლეხს რომ აღმოხდა. Live
ჯგ. ამნეზია – ვნება. Live
ჯგ. ამნეზია. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები