LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტი მუშაობაა საჭირო – სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში ვიზიტს აჯამებს (ვიდეო)

276
72450710-4561638770520264-2613516831163416576-o

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში ვიზიტს მაღალ შეფასებას აძლევს. ​როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონია ღირშესანიშნავი მოვლენაა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ცერემონიაში მონაწილეობით საქართველოს გამოეხატა საკუთარი პატივისცემა ამ უძველესი ქვეყნის მიმართ.

სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრო (ფოტოები)

პრეზიდენტმა იაპონიაში პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები გამართა. ტოკიოს მერთან იურიკო კოიკესსთან, პრემიერ-მინისტრთან, შინძო აბესთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, იოშირო მორისთან, როგორც 2020-ს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საპატიო პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან და იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის პრეზიდენტთან, აკიკო სანტოსთან.

პრეზიდენტის განცხადებით, იაპონია საქართველოს მიმართ ძალიან მეგობრულად განწყობილი ქვეყანაა და იაპონიაში საქართველოს ცნობადობის გასაზრდელად, კულტურული და სპორტული მიმართულებით, უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. პრეზიდენტის განმარტებით, იაპონიაში ქართული ღვინის ცნობადობა უკვე მაღალია, თუმცა საჭიროა, იაპონური კომპანიების დაინტერესება ქართული ღვინის იმპორტის გაზრდისა და გააქტიურების თვალსაზრისით, რათა მან უფრო მასშტაბური ხასიათი შეიძინოს.

სალომე ზურაბიშვილი იაპონელებს ქართული კერძებით და ღვინით გაუმასპინძლდა (ფოტოები)

ქართული ღვინის ისტორია, საქართველოს მრავალფეროვანი ბუნება და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი – სალომე ზურაბიშვილი იაპონელებს ინფორმაციას სწორედ ამ თემებზე აწვდის. ის ამ დროისთვის ოფიციალური ვიზიტით ტოკიოშია, სადაც ადგილობრივი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. როგორც იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოსთან ტურისტული ურთიერთობები ამ ვიზიტის შემდეგ მნიშვნელოვნად განვითარდება. ,,ჩემი აზრით, საქართველოს ყველაფერი აქვს, თუმცა უნდა გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა იაპონიაში.  […]

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მეტი მუშაობაა საჭირო ქართული კულტურის, სპორტისა და საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაციისათვის. პრეზიდენტის შეფასებით, მისი ვიზიტის მნიშვნელოვან მიმართულებას, სწორედ, სპორტის სფეროში ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენდა და ამ კუთხით საგულისხმო იყო 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო ჯგუფთან და ტოჩინოშინთან შეხვედრები.

მისი თქმით, ლევან გორგაძე ტოჩინოშინი ძალიან წარმატებული და დასაფასებელი სპორტსმენია და ის საქართველოსა და იაპონიის შორის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს. პრეზიდენტი მნიშვნელოვნად აფასებს კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით გამართულ შეხვედრებს იმ ჯგუფებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ იაპონიაში გამოფენების, კონცერტებისა და ღონისძიებების მოწყობას.

საქართველოს პრეზიდენტმა ტოკიოში ქართული ოპერის დადგმის იდეა გამოთქვა

,,შევთავაზეთ, რომ იაპონიაში ქართული ოპერა და ქართული მუსიკა უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი და მოეწყოს ქართული გამოფენები. დიდი იმედი მაქვს, რომ იაპონური მხარე დაინტერესდება და ამ კუთხით იმუშავებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მედიაჰოლდინგ ,,ფუჯთან“ შეხვედრებზე, პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ფილმებისა და სერიალების გადაღების შესაძლებლობები განიხილებოდა. იაპონელები კი ამ მიმართულებით დაინტერესდნენ და უახლოეს მომავალში, იაპონელ სპეციალისტთა ჯგუფი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

https://www.facebook.com/zourabichvilisalome/videos/404476940234365/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g