LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტი ნატო საქართველოში – ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ: კახა კუჭავა 

59
Capture კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ბრიუსელში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. მისი განცხადებით, მთავარი თემა „მეტი ნატო საქართველოში“ იყო.

კუჭავას განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს, საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და სამომავლო, ერთიან გეგმაზე, რომელიც თანამშრომლობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოში კარგად ხედავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა.

„მათ მადლობა გადაგვიხადეს თანამშრომლობისთვის იქნება ეს ავღანეთი თუ სხვა ფორმატები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა, რომელიც იქნება შემდეგი სამიტის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა და ის სიახლეები, რომელსაც საქართველო ამ სამიტზე ელოდება.

ჩვენ ვითხოვთ წევრობას, ეს მიღწეული იქნება მაპით, მაპის გარეშე, რაც ასევე შესაძლებელია, თუ სხვა გზებით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ მიზანს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ“, – განუცხადა კახა კუჭავამ ჟურნალისტებს.