LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეტი სილამაზე მეტი კომპლიმენტისთვის“ – ევროპული ხარისხის პროდუქცია და სერვისი More Beauty-სგან

1327
70759415-1225836450956118-7276559315442335744-o

„მეტი სილამაზე მეტი კომპლიმენტისთვის“ – ამ იდეით, კომპანიამ More Beauty, ევროპის ყველაზე სანდო ბრენდების პროდუქცია ერთ სივრცეში მოაქცია. როგორც თავად კომპანიაში აღნიშნავენ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ინოვაციური მიდგომებით შექმნილ პროდუქტებს Morebeauty.ge სახლიდან გაუსვლელად, ათიათასობით მომხმარებელს უკვე რამდენიმე თვეა სთავაზობს. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მაღალი, ევროპული ხარისხის პროდუქტისა და სერვისის  სტანდარტების დანერგვა.

კომპანიის ვებგვერდზე წარმოდგენილია შვეიცარიული, იტალიური, სამხრეთ კორეული და ფრანგული ბრენდები:

სახის კანის პროფესიონალური მოვლა – HQ Cosmetique

თმის მოსაშორებელი IPL აპარატი – Touch Beauty

კანის სამკურნალო ხაზი  Dr. Deep

თმის პროფესიონალური მოვლის ხაზი – Pura Kosmetica

თმის ელექტრო აპარატები – Saint Algue

მამაკაცის წვერისა და თმის მოვლის ხაზი – The Barb Xpert

 

ეს ბრენდები აერთიანებს სახის მოვლის საშუალებებსა და სხვადასხვა აპარატებს, თმის პროფესიონალურ აქსესუარებსა და შამპუნებს, ელექტროსავარცხლებს, მამაკაცის თმის, წვერის მოვლის, მანიკიურ-პედიკიურის კომპლექტებს.

More Beauty ორიენტირებულია მომხმარებელთა ძირითად მოთხოვნილებაზე – იყვნენ ბუნებრივად ლამაზები, ჰქონდეთ ჯანმრთელი სახის კანი და ჯანსაღი თმა, ოპერაციული ჩარევებისა, თუ სხვა გავრცელებული მოკლევადიანი მანიპულაციების გარეშე.

„წარმოდგენილი ევროპული პროდუქტი გათვლილია ყველაზე – თინეიჯერებიდან დაწყებული, ასაკოვანი ადამიანებით დამთავრებული. ბრენდი მომხმარებელს პირად უფასო კონსულტაციას უწევს და მისი კანისთვის შესაფერის პროდუქტს ურჩევს. კლიენტებს შეუძლიათ გვესტუმრონ ჩვენს ახალ შოურუმში ( „ექსპო ჯორჯია“, 9 პავილიონი), სადაც მათ საშუალება აქვთ გაეცნონ პროდუქციას, გასინჯონ და თავად დარწმუნდნენ მის სანდოობასა და უმაღლეს ხარისხში.

ყველა პროდუქტს აქვს საერთაშორისო გარანტია, ხოლო მთელ მსოფლიოში ფიქსირებული ფასები, ადგილობრივი ბაზრის გათვალისწინებით, საქართველოში კიდევ უფრო დაბალია. ასევე, მოქმედებს 0%-იანი განვადება.

ჩვენი სამომავლო გეგმები ძალიან დიდია. გვემატება 2 გიგანტი ბრენდი, რომლის შესახებ ინფორმაციას მომხმარებლები ეტაპობრივად მიიღებენ. ასევე ვგეგმავთ ჩვენი პროდუქციის საზღვრებს გარეთ გაგზავნას და worldwide shipping-ის დამატებას“, – აცხადებენ კომპანია More Beauty-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g