LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეთიუ მაკ კონაჰი მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად მაიამის სანაპიროზე სეირნობს

202

47 წლის მეთიუ მაკკონაჰმა და მისმა მეუღლემ, 35 წლის მოდელმა, კამილა ალვესმა, როგორც ჩანს, იდეალური ქორწინების საიდუმლო კარგად იციან. მეუღლეები ხშირად ისვენებენ ბავშვების გარეშე, რომ ერთმანეთთან დრო გაატარონ, ხოლო როდესაც ბრუნდებიან, შვილებს მაქსიმალურ ყურადღებას უთმობენ.

ცოტა ხნის წინ ვარსკვლავური წყვილი ბრაზილიიდან დაბრუნდა, სადაც მაკკონაჰის მეგობრის, გაი ოზერის ქორწილი აღნიშნეს. პირველივე უიქენდი მეთიუმ და კამილამ ბავშვებთან ერთად გაატარეს და მაიამიში ისეირნეს. პაპარაცებმა შეძლეს ოჯახი სრული შემადგენლობით გადაეღოთ, რაც ძალიან იშვიათია. რადგან, მაკკონაჰი სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, ოჯახს უცხო თვალისგან მალავს.

მეთიუ მაკკონაჰი და კამილა ალვესი 2012 წელს შეუღლდნენ. წყვილს სამი შვილი ჰყავს. 9 წლის ლევი, შვიდი წლის ვიდი და ოთხი წლის ლივინგსტონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები