თბილისში, მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, დაზიანდა ხუთი ავტომობილი.
როგორც ფორტუნას შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.