მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერი კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე მეოთხედ გამოცხადდა.
წინადადებების მიღება 19 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 3 767 808 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მეტროსადგურის ტერიტორიაზე ჩატარდება კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, მოეწყობა გახმოვანების სისტემა, შეიცვლება ვენტილაციისა და ელექტრო სისტემები.
მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქანი გადაიხურება [ფოტოები]
როგორი იქნება რეაბილიტირებული მეტროსადგური "გოცირიძე"
სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში მონაწილეობისავის, საჭიროა პრეტენდენტს 2016 წლიდან 2020 წლამდე 2 მილიონი ლარის ბრუნვა გააჩნდეს.