დღეს მეტროში, „სადგურის მოედანზე“ მამაკაცი ჩავარდა, რომელსაც ამ წუთებში ალადაშვილის კლინიკაში ოპერაცია უტარდება.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი აქვს მოტეხილი.
„ფეხის ღია მოტეხილობით არის პაციენტი და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება“, – ამბობენ კლინიკაში.
დღეს მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ერთ-ერთი მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.