თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა ტექნიკური პრობლემების გამო შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” მგზავრებმა მიაწოდეს. აღნიშნულს სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ. შეფერხების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც მგზავრები აღნიშნავენ, მოძრაობა პირველ ხაზზე უკვე ნახევარი საათია პარალიზებულია.