LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქანი გადაიხურება [ფოტოები]

492
1558595338-გადახურვა-1024x504

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. „გოცირიძეზე“ სადგურის კაპიტალური რემონტი იგეგმება.

სამუშაოების ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ სადგურის გადახურვას ითვალისწინებს – ლითონის კვადრატული და მართკუთხა მილებისგან შედგენილი სვეტების, შემკრავი კოჭების, დიაგონალური კავშირებისა და სხვა თანმდევი კონსტრუქციული ელემენტებით.

როგორც სარენდერო ფაილებით ჩანს, მეტროსადგური “გოცირიძის” კედლები და ჭერი დეკორატიულად გაფორმდება. კიბეებზე კი მცირემხედველთათვის ყვითელი ნიშნები დაიხაზება.

მეტროსადგურის რემონტის ჯამური სავარაუდო ღირებულება ორ მილიონ ლარს აღემატება.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღის ვადაში უნდა ჩაატაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g