მეტროსადგურ „სამგორის“ ჩასასვლელში, შესასვლელთან, ბათქაში ჩამოიშალა. შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მისულ პოლიციას ტერიტორია სპეციალური ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.
ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
მთავარ სლაიდზე ფოტო: ლაშა ფარულავა