LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი ჩამოინგრა – დაშავებულია 7 ადამიანი

91

მეტროსადგურ “ვარკეთილში” შეკიდული ჭერის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი.

როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია მაშველთა რამდენიმე ჯგუფი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჭერის ჩამოშლის მიზეზი სარემონტო სამუშაოები გახდა. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად დაღუპული არავინაა.

დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია, რადგან ისინი საავადმყოფოში ახლა გადაჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g